კონფიდენციალურობის პოლიტიკა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კომპანიის მიერ მოთხოვნილი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის მოცულობა განისაზღვრება  იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები არის საჭირო ეფექტური მომსახურების  გასაწევად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
 
 

რა ტიპის პერსონალური ინფორმაცია გროვდება?


ჩვენ თქვენგან, ან თქვენი თანხმობით, ვიღებთ ისეთ მონაცემებს,  როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მონაცემები თქვენი დამსაქმებელის შესახებ, IP მისამართი, ადგილმდებარეობა, ფინანსური და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია თქვენს წარსულ და მიმდინარე ვალდებულებებზე.

 

როგორ გამოიყენება პერსონალური ინფორმაცია?

სს სვის კაპიტალის იყენებს მომხმარებლის მონაცემებს იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს მიმდინარე მომსახურების ფარგლებში ან ახალი შეთავაზებების შესახებ.

ვებსაიტით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
 
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მიწოდების დროს.
 

თბილისი
პეკინის ფილიალი

თბილისი, პეკინის ქ. #34
2 300 300
info@swisscapital.ge

სამუშაო საათები:
ორშ—პარ: 10:00—21:00
შაბ: 10:00—16:00
ბათუმი
ბათუმის ფილიალი

ბათუმი, იმნაძის ქ. #9
2 300 300
info@swisscapital.ge

სამუშაო საათები:
ორშ—პარ: 10:00—20:00
შაბ: 10:00—16:00